სირიაში ტერაქტების სერიის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)

სირიის რამდენიმე ქალაქში ტერაქტების სერიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. თავდაპირველად ინფორმაცია გავრცელდა 65 გარდაცვლილის შესახებ. პირველი ტერაქტი ქალაქ ჯაბლაში მოხდა. აქ დანაღმული ავტომობილი ავტოსადგურის სიახლოვეს აფეთქდა. ამის შემდეგ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა საავადმყოფოსა და სასწრაფო დახმარების განყოფილებაში. მოგვიანებით კი ტერორისტების თავდასხმა ქალაქ ტარტუსში მოხდა, აქაც „ბოევიკებმა“ აფეთქებები ავრტოსადგურთან მოაწყვეს. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები