სირიაში მომხდარი აფეთქებების შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 65 ადამიანი დაიღუპა დღეს სირიის ქალაქებში -ჯაბლასა და ტარტუსში მომხდარი აფეთქებების შედეგად. ამ ქალაქებს ბაშარ ასადის ძალები აკონტროლებენ. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ავტოსადგურის სიახლოვეს დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, ხოლო სადგურის შიგნით ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. რამდენიმე აფეთქება ქალაქ ჯაბლაშიც მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები