„კაბელების საქმეზე“ შესაძლოა, სხვათა ბრალეულობაც გამოიკვეთოს“

ე.წ კაბელების საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე არ გამორიცხავს,რომ აღნიშნულ საქმეში სხვათა ბრალეულობაც გამოიკვეთოს. ამის შესახებ პროკურორი გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
“მსჯავრდებულებმა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბატიაშვილს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, რომ კომპანიამ შესყიდვა ყოველგვარი დარღვევის გარეშე თავდაცვის სამინისტროს ყველაზე დაბალი ფასით შესთავაზა. ამის შემდეგ თავდაცვის სამინისტროდან ფინანსთა სამინისტროში გაიგზავნა წერილი: “გთხოვთ, გამომიყოთ ხუთი მილიონი ლარი ოპტიკის ხაზისა და ხაზის შესაერთებლად საჭირო აპარატურის შესაძენად“.
სასამართლოზე დაკითხულმა ექსპერტმა აღნიშნა,რომ ოპტიკის ხაზი იგივე კავშირგაბმულობის ხაზია,რაც უძრავ ქონებას წარმოადგენს. შესაბამისად, ამ წერილით ბატიაშვილი ფინანსთა სამინისტროს თანხის გამოყოფას უძრავი ქონების შესაძენად სთხოვს, რაც რეალურად არ განხორციელებულა. მთავრობის განკარგულებაშიც წერია, რომ 5 მილიონი უძრავი ქონების შესაძენად უნდა გამოიყოს, მსჯავრდადებულებმა კი ხუთი მილიონით, უძრავი ქონების ნაცვლად,“სილქნეტისგან“ 24 წევრი იყიდეს. ცალკე საქმეა გამოყოფილი, რომელზეც გამოძიება გრძელდება და შესაძლოა, სხვათა ბრალეულობაც გამოიკვეთოს“, – განაცხადა გუბელაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ მიანიშნებს ამით პროკურორი ირაკლი ალასანიაზე, გუბელაძე განმარტავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება.
“რაც შეეხება ალასანიას დაკითხვას, საქმეში მისი ერთადერთი ბრძანება გვაქვს, რომლითაც ის 24 წევრის შესაძენად შესაბამისი თანხის გამოყოფას ითხოვს. ამ მხრივ კი კითხვების არ გვაქვს, მაგრამ თუ კითხვები გაჩნდება, მოწმედ მასაც დავიბარებთ“,-განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები