ირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხი ხედავს, რომ ევროპული ბიუროკრატია მას ემტერება, არის განწყობილი მტრულად ქართველი ხალხის მიმართ და ამას გამოხატავს კონკრეტული ნაბიჯებით, ასეთ დროს, ნდობა უკიდურესად მცირდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და სამწუხაროდ ეს გადადის ნდობაზე ევროკავშირის მიმართაც

ქართველი ხალხი ხედავს, რომ ევროპული ბიუროკრატია მას ემტერება, არის განწყობილი მტრულად ქართველი ხალხის მიმართ და ამას გამოხატავს კონკრეტული ნაბიჯებით, ასეთ დროს, ნდობა უკიდურესად მცირდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და სამწუხაროდ ეს გადადის ნდობაზე ევროკავშირის მიმართაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის გამოთქვამს იმედს, რომ ეს ყველაფერი შემოტრიალდება და ევროპული ბიუროკრატია დაიწყებს სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებას.

„ქართველ ხალხს პირდაპირ ემტერებიან, მაგრამ არანაკლებ ემტერებიან მოლდოველ ხალხს და უკრაინელ ხალხს. მათ რომ ნდომოდათ მოლდოველი ხალხის დახმარება, დაეხმარებოდნენ მოლდოვის ეკონომიკას ფეხზე დადგომაში. არ გააკეთეს და ამის შედეგი ნახეთ რა არის – რეფერენდუმი წააგო ევროკავშირმა მოლდოვაში. მოლდოვის მაცხოვრებელი მოსახლეობის მხოლოდ 45%-მა დაუჭირა მხარი ევროინტეგრაციას. მოლდოველი ხალხიც ხედავს, რომ სინამდვილეში ხალხს არავინ ეხმარება და ამის შედეგია უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, რომელშიც არის გახვეული დღეს მოლდოვა. მოლდოვის პრეზიდენტმა წააგო არჩევნები და ბარიერი გადალახა მხოლოდ ემიგრანტების ხარჯზე. ანუ რეალურად ქვეყნის გარეთ ვინც ცხოვრობს, იმან მისცა ხმა, და ქვეყნის შიგნით ვინც ცხოვრობს, იმან არ დაუჭირა მხარი 50-ზე მეტი პროცენტით პრეზიდენტის არჩევას. მოლდოველი ხალხიც კი არ აინტერესებთ, რომელთანაც ფორმალურად მათ არ აქვთ არავითარი დაპირისპირება. ქართველ ხალხთან მათ უკვე გაფორმებული აქვთ დაპირისპირება, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ისინი ქართველ ხალხზე არავითარ შემთხვევაში არ ზრუნავენ.

თვითონ „ევრობარომეტრის“ გამოკითხვაც აჩვენებს, მათივე ჩატარებული გამოკითხვაც, რომ ევროპული სტრუქტურების მიმართ, ზოგადად ევროკავშირის მიმართ ნდობაც არის შემცირებული. ამ ყველაფერს ხედავს საზოგადოება. განსაკუთრებით როცა ეკითხები ხალხს გამოკითხვებში, რას ფიქრობენ ევროპულ ბიუროკრატიასთან დაკავშირებით – ნდობა არის დაახლოებით იმავე დონეზე, რაც არის NGO-ების მიმართ ნდობა. ეს არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, დაახლოებით 15-20 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

ეს არის, იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ხედავს საზოგადოება ქართველი ხალხი ხედავს, რომ ევროპული ბიუროკრატია მას ემტერება. არის განწყობილი მტრულად ქართველი ხალხის მიმართ და ამას გამოხატავს კონკრეტული ნაბიჯებით. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ნდობა უკიდურესად მცირდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და სამწუხაროდ ეს გადადის ნდობაზე ევროკავშირის მიმართაც, რაც კვლევებით დასტურდება, მათ შორის „ევრობარომეტრის“ კვლევებით, რაც ძალიან დასანანია. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ რაღაც მომენტში ეს ყველაფერი შემოტრიალდება და ევროპული ბიუროკრატია დაიწყებს სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებას“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები