ირაკლი კობახიძე: გეოგრაფია გვასწავლის იმას, რომ საქართველო ზღვაზე გასასვლელის არმქონე შვიდ ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და შესაბამისად დასავლურ სივრცესთან, ეს არის ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომლის გააზრებაც კი გაუჭირდა ევროკავშირის ბიუროკრატიას

გეოგრაფია გვასწავლის იმას, რომ საქართველო ზღვაზე გასასვლელის არმქონე შვიდ ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და შესაბამისად დასავლურ სივრცესთან, ეს არის ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომლის გააზრებაც კი გაუჭირდა ევროკავშირის ბიუროკრატიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობის აქტიური პოლიტიკა უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს როლი დაკავშირებადობის კუთხით მუდმივად მზარდი იყოს.

„ზოგადად შუა დერეფნის მნიშვნელობა ჩვენგან დამოუკიდებლადაც გაიზარდა. 2020 წლის შემდეგ არის დაახლოებით შვიდჯერ გაზრდილი შუა დერეფანში ტვირთების მოცულობა და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში საქართველოს აქვს საკვანძო როლი, როგორც ერთადერთ ქვეყანას, რომელიც შვიდ სხვა ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და შესაბამისად – დასავლურ სივრცესთან“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები