ერაყში ქალაქ ფალუჯას შტურმი დაიწყო

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ აბადიმ განახადა, რომ დაწყებულია „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“ ქალაქ ფალუჯას გათავისუფლების ოპერაცია. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„დადგა ფალუჯას გათავისუფლების დრო. დიდი გამარჯვების დრო ახლოვდება“, – განაცხადა აბადიმ. მან ასევე დაამატა, რომ ექსტრემისტებს მხოლოდ გაქცევა დარჩენიათ.
ფალუჯა ამჟამად სამხედროებს, პოლიციას და შეიარაღებულ მოხალისეებს ალყაში აქვთ მოქცეული. ქალაქის სიახლოვეს კვირას 20 ათასამდე სამხედრო იყო მობილიზებული. ფალუჯა პირველი ქალაქი იყო, რომელიც „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2014 წელს დაიკავა. ეს ქალაქი და მოსული „ისლამური სახელმწიფოს“ ძირითადი დასაყრდენია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები