თურქულ კომპანია „ათინაქსა“ და ნოდარ ჯავახიშვილს შორის დავა შესაძლოა, სასამართლომდე მივიდეს

თურქული კომპანია „ათინაქისა“ და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს შორის დავა შესაძლოა, სასამართლომდე მივიდეს.
აღნიშნულ თემაზე „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი საუბრობს.
ცოტა ხნის წინ თურქული კომპანია „ათინაქის“ ადვოკატმა მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი კორუფციასა და აზერბაიჯანული კომპანიის ლობირებაში დაადანაშაულა.
ადვოკატ ზაზა შერმადინის მტკიცებით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 37-მილიონიან ტენდერში გამარჯვებულად აზერბაიჯანული კომპანია „აზერაგრარტიკინტი“ ისე გამოავლინა, რომ ის ტენდერში მითითებულ პირობებს ვერ აკმაყოფილებდა.
როგორც ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს, ამ ცილისწამებისთვის, შესაძლოა, საქმე სასამართლომდეც მივიდეს. „თურქეთის საელჩოს მეშვეობით კომპანიის ხელმძღვანელებს საქართველოში ჩამოსვლა შევთავაზე – ანგაჟირებულ ადვოკატებთან საუბარს არ ვაპირებ, თავად ჩამობრძანდით და ყველა დეტალზე კონკრეტულად ვისაუბროთ-მეთქი.
„ათინაქ მუჰენდისლიკის“ ხელმძღვანელობას რამდენიმე დღის წინ უნდა შევხვედროდი, თუმცა აუდიენციაზე კომპანიის წარმომადგენლობა არ გამოცხადდა. დასკვნა მარტივია – თავისი სამართლებელი არგუმენტი არა აქვთ.
სხვათა შორის, ვინც ამ კომპანიის ადვოკატი ტენდერის დასაწყისში იყო, საკუთარი ინიციატივით მოვიდა და მითხრა, გეთანხმებით, ტენდერში არასწორი დოკუმენტაცია იყო წარმოდგენილი, მე კი კომპანიიდან იმის გამო წამოვედი, ვხვდებოდი, ნოდარ ჯავახიშვილის წინააღმდეგ რაღაც მზადდებოდაო“, – აცხადებს მინისტრი.
მისივე თქმით, აბსურდული ბრალდებების შემდეგ კვლავ შემოთვალეს, რომ თურქულ კომპანიასთან თანამშრომლობა გაგრძელდეს. „პასუხი მარტივი მქონდა – ახლა ეს რომ გავაკეთო, უნდა იფიქრონ, ნოდარ ჯავახიშვილი დააშანტაჟეს და იმიტომ დაეთანხმა თანამშრომლობასო. მობრძანდით, დეტალურად განმარტეთ, რა ხდებოდა ტენდერის დაწყების პერიოდში, ვის რა გადაუხადეთ, ვისი დაკვეთით დაიწყო ჩემს წინააღმდეგ კამპანია და თანამშრომლობის გაგრძელებაზე მერე ვისაუბროთ-მეთქი“, – აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები