საბერძნეთში საქართველოს 2 მოქალაქე ტრაგიკულად დაიღუპა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში საქართველოს ორი მოქალაქე ტრაგიკულად დაიღუპა.
“კვირას“ ინფორმაციით, ათენში ქართველი ემიგრანტი ლეილა ცაწკრიალაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მას მოტოციკლისტი დაეჯახა, რის შემდეგაც საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა „კახეთი ტურის“ თანამშრომელი, ლევან ხმიადაშვილი. მას ათენში მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
„კვირა“ საბერძნეთში საქართველოს საკონსულოს კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
13285581_1147390335283458_259894431_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები