სან-პაულოში სტადიონის მშენებლობას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ბრაზილიაში , სან-პაულოში სტადიონის მშენებლობისას ერთი ადამიანი დაიღუპა.
მშენებელი 8 მეტრის სიმაღლის საყრდენი ბოძიდან სტადიონზე გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
ეს სან-პაულოს სტადიონის მშენებლობისას გარდაცვალების მესამე შემთხვევაა. ორი ადამიანი ამწეს ვარდნის შედეგად დაიღუპა. ინციდენტის გამო, მშენებლობის უსაფრთხოების შემოწმება გახდა აუცილებელი, რის გამოც სტადიონის დასრულება დათქმულ ვადებში ვერ ხერხდება.