ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა – გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

ლანჩხუთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.
„კვირას“ ინფორმაციით, „ბე-ემ ვე“-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა 28 წლის ლევან გოგუამ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგანაც ორი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, მესამე მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა, რაც ავტომანქანის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები