ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები