საფრანგეთის პოლიცია მაღაზიაში მძევლების აყვანის მონაწილე ჰაიატ ბუმედიენს ეძებს

საფრანგეთის პოლიცია ისლამისტების ყველა შესაძლო თანამოაზრეების ძებნას განაგრძობს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული, 26 წლის ჰაიატ ბუმედიენია, რომელიც ქაშერული საკვების მაღაზიაში მძევლების აყვანის დროს 32 წლის ამედი კულიბალის ახლდა თან.
სამართალდამცავების ინფორმაციით, ბუმედიენი შეიარაღებულია. როგორც ცნობილია, ბუმედიენი მაღაზიის შტურმისას არც დაღუპულთა და არც დაჭრილთა სიაში დაფიქსირებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში საფრანგეთში მოწყობილი ტერაქტების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. 10 – ჟურნალ „შარლი ებდოს“ თანამშრომელი, ქაშერული საკვების მაღაზიაში აყვანლი 4 მძევალი და 3 პოლიციელი. დაიჭრა რამდენიმე ათეული ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები