20 მაისი
10:30
ემზარ ჯგერენაია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ეროვნული ვალუტა და მისი გამყარების საფუძვლები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:00
„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საარჩევნო გარემო და პარლამენტში ახალი თემატური უმრავლესობის შექმნა გერმანული მოდელის მხარდაჭერისთვის; საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი და მოსალოდნელი ვეტო; „კაბელების თემაზე“ მსჯავრდებულთა შეწყალება და „ეროვნული ფორუმის“ ინიციატივა; სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:30
„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ანი მიროტაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „ეროვნული ფორუმი“ ე.წ. გერმანული მოდელის მხარდასაჭერად; საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი და მოსალოდნელი ვეტო; „კაბელების თემაზე“ მსჯავრდებულთა შეწყალება და „ეროვნული ფორუმის“ ინიციატივა; სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
10:00
თბილისის ურბანული განვითარების პრობლემებზე გაიმართება კონფერენცია: „თბილისის ურბანული განვითარების გამოწვევები: დიალოგი ეფექტიანი პოლიტიკისათვის“. კონფერენციას თბილისის მერი დავით ნარმანია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი დეივიდ სტოუნჰილი და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი თამარ ქაროსანიძე გახსნიან. მის: მულტიმედია განათლების ცენტრი, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქ.10ა
10:30
ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) იწყებენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგს. პრესკონფერენციაზე, მონიტორინგის დაწყების შესახებ განცხადებას გააკეთებენ: ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში შომბი შარპი. მის: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“, ვარდების რევოლუციის მოედანი №1
10:30
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დააჯილდოებს იმ სტუდენტებს, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში:„საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა”. ასევე ფინანსთა მინისტრის საჯარო ლექცია გაიმართება. მის: თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზი) თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. მედიის წარმომადგენლების გასვლა 10:00ზე სამინისტროდან
11:00
პარკის მედიათეკაში ბოლშევიკური რუსეთის მიერ დახვრეტილი ქართველი სამხედროების მემორიალური დაფების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება თბილისის მერიის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან თანამშრომლობით იმართება. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრებიან.
11:00
“პირველის პრესკლუბში” საპარლამენტო ფრაქცია “მრეწველების” ლიდერი გოგი თოფაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
NEW
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: გამოსაშვები გამოცდები და მზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 21 მაისს იწყება.(მედიის წარმომადგენლებს ლეპტოპების მომზადების პროცესის გადაღების შესაძლებლობა ექნებათ). მისამართი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (მინდელის N9). საკონტაქო პირი: თეიკო ანჯაფარიძე 577 500 935.
11:30
„პირველის პრესკლუბში” მცხეთის გამგებლის პირველი მოადგილე მადონა ჯიქია ბრიფინგს გამართავს. თემა: მცხეთის გამგებლისა და მაჟორიტარი დეპუტატის მიმართ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მხრიდან გამოთქმული ბრალდება მცხეთის რაიონში განუხორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
14:00
ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მელაშვილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით ყვარლის ფულის მუზეუმში საგანმანათლებო ტურს და გამოფენას გახსნის.
15:00
საქართველოს უზენაეს სასამართლოში, უპრეცედენტო საქმეზე, რომელიც არასრულწლოვან გიორგი კახურაშვილისთვის ქონების ჩამორთმევას ეხება და რომლის მიმართაც მაღალი