შვედეთის სამმა აეროპორტმა ტექნიკური პრობლემების გამო მუშაობა შეაჩერა

შვედეთის სამმა აეროპორტმა კომპიუტერულ ქსელებში მომხდარი ტექნიკური პრობლემების გამო დღეს მუშაობა შეაჩერა. თვითმფრინავების ყველა გაფრენა გადაიდო, ხოლო დაფრენის ზონაში მყოფი თვითმფრინავები სხვა აეროპორტებში გაუშვეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
შეფერხება შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმის ორ აეროპორტში და ლანდვეტერის აეროპორტში დაფიქსირდა – ეს შვედეთის სიდიდით მეორე ქალაქია. როგორც საავიაციო ორგანოების წარმომადგენლები აცხადებენ, პრობლემა ტექნიკურია და ტერორიზმის საფრთხეს არ უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები