თბილისში მანქანას ხე დაეცა

   თბილისში, თემქაზე მე-5 სამშობიაროს მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა.მოგლეჯილი ხე იქვე მდგარ ავტომანქანას დაეცა.
როგორც “კვირას“ თბილისის საგანგებო სიატუაციების სამსახურში განუცხადეს შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, წუხელ სამაშველო სამსახურის გამოძახებებმა იმატა. მათი ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო თბილისში გასული ღამიდან მოყოლებული ამ დრომდე დაახოებით 80 გამოძახება დაფიქსირდა.
ქარმა ძირითადად შენობის სახურავები დააზიანა და ხეების ტოტები დაამტვრია, საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, რაიმე სერიოზულ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები