19 მაისი

09:45
NEW
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის წევრები საქართველოს პარლამენტს ეწვევიან.
10:00
NEW
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის წევრები საქართველოს პარლამენტში საქართველოს პარლამენტის თავჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან შეხვედრას გამართავენ. მის: სათათბირო ოთახი. B კორპუსი, II სართული. 10:45-ზე კი გაემგზავრებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად.
10:00
NEW
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე, ბოტანიკურ ბაღში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი II სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას „ბიომრავალფეროვნება და საქართველო” გახსნის. საკონტაქტო პირი: გია გაბრიჭიძე 555 59 16 68
10:30
“პირველის პრესკლუბში” “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ე.წ კაბელების საქმე, ეროვნული ფორუმის ინიციატივა, კანონპროექტი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
10:30
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ინტერპარტიული ჯგუფის წევრი ბაჩუკი ქარდავა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საარჩევნო გარემო და გერმანული მოდელი; საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი და პრეზიდენტის მხრიდან მოსალოდნელი ვეტო; „კაბელების თემაზე“ მსჯავრდებულთა შეწყალება; სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:00
“პირველის პრესკლუბში” “სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: არჩევნების გერმანული მოდელი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი და მოსალოდნელი ვეტო; „კაბელების თემაზე“ მსჯავრდებულთა შეწყალება და „ეროვნული ფორუმის“ ინიციატივა; სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია ამერიკისმცოდნეობის XVII ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს. მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია
11:00
ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ასეულის დონის პირველი საველე სწავლება გაიმართება. სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკები ომარ ბეგოიძე და ნიკოლოზ აგლაძე, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
11:00
NEW
”ქორთიარდ მერიოტში” თხილის დარგის განვითარების მესამე ფორუმი გაიმართება, რომელიც ჩატარდება ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ინიციატივით, დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია ”ოქსფამ”-ის ორგანიზებითა და ევროკავშირის დაფინანსებით.
A8
11:00
NEW
სასუტმრო „ჰოლიდეი ინნში“ სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.
11:30
“პირველის პრესკლუბში” “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა ბრიფინგს გამართავს. თემა: ე.წ კაბელების საქმე, კანონპროექტი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ”, კანონი “ამნისტიის შესახებ”, რომლის გამოც რამდენიმე ათეულმა უვადო პატიმრობამისჯილმა შიმშილობა გამოაცხადა და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:45
NEW
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის წევრები საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრას გამართავენ. 14:45-ზე კი გადაინაცვლებენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფისში და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან შეხვედრას გამართავენ.
12:00
NEW
სასტუმრო ”თბილისი რუმსში” ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პერიოდული პუბლიკაციის „საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა“ პრეზენტაცია გაიმართება. თემა: ლარის გაუფასურება და პოლიტიკის რეაგირება.
13:00
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრებს შეხვდება. საუბარი არასამთავრობოების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს შეეხება. მისამართი: ნ.ვაჩნაძის 7 (კოლმეურნეობის მოედანი). საკონტაქტო პირი: გვანცა კიკალიშვილი 599 799 646.

15:00
NEW
”თავისუფალ უნივერსიტეტში” იაპონელი პოეტის იასუჰირო იოცუმოტოს საჯარო ლექცია გაიმართება.
16:00
NEW
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის წევრები საქართველოს თავდაცვის სამინისტოში საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან შეხვედრას გამართავენ. 16:50-ზე კი ნატო-საქართველოს ტერნინგ ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
16:00
NEW
ახალ სპორტის სასახლეში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის „წიგნი ყველა სოფელს“ პრეზენტაცია გაიმართება.
16:00
NEW
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მარნეულიდან პროექტის „მრავალფეროვანი საქართველოს“ მონაწილე ნიჭიერ ხელოვანებს უმასპინძლებს.
18:00
NEW
18:00-ზე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის წევრები მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას გამართავენ. 18:45-ზე გადაინაცვლებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეხვდებიან. 19:45-ზე კი კვლავ საქართველოს პარლამენტში დაბრუნდებიან. 20:00-ზე გაკეთდება კომენტარი პრესისთვის. მის: B კორპუსი, II სართული, პრესბანერთან.
A8
19:00
NEW
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ღონისძიებების – ილიაუნი 10 წლისაა – ფარგლებში, თბილისის მეორე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მწერალ დიბისი პიერთან შეხვედრა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები