იენს სტოლტენბერგი: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან და სხვა ასპირანტ ქვეყნებთან მუშაობას

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარება მოხდება, – ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, ალიანსში მონტენეგროს მიღება ადასტურებს, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსი საქართველოს ნატო-სთან დაახლოებაში დახმარებას გააგრძელებს. “ალიანსში მონტენეგროს მიღების შეთანმების ხელმოწერა აჩვენებს, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან და სხვა ასპირანტ ქვეყნებთან მუშაობას. მე მტკიცედ მჯერა, რომ ივლისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე საქართველოს პროგრესის აღიარება მოხდება. ჩვენ ვადასტურებთ, რომ გავაგრძელებთ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, ვიმუშავებთ საქართველოსთან რეფორმების განხრციელებისთვის, ინსტიტუტების მშენებლობისთვის და საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის უნარის გასაძლიერებლად. მე რამდენიმე თვის წინ მონაწილეობა მივიღე საქარველოში ერთობლივი საწრვთნელი ცენტრის გახსნის ცერემონიალში. მე არაერთხელ აღვნიშნე ნატო-ს წევრებთან ერთად საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობა. ჩვენ გავაგრძლელებთ საქართველოსთან მუშაობას, კვლავ დავიცავთ საქართველოს უფლებას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, გავაგძელებთ რეფორმებზე მუშაობას და დავეხმარებით საქართველოს ნატო-სთან დაახლოებაში”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ნატო-ს შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები