ხვალ პარლამენტში ზაზა ვაშაყმაძეს მოუსმენენ

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში ხვალ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელს ზაზა ვაშაყმაძეს მოუსმენენ.
კომიტეტის აპარატის ინფორმაციით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე კომიტეტის წევრებს სააგენტოს საქმიანობის თაობაზე ინფორმაციას მიაწვდის. ასევე საუბარი შეეხება საქართველოში რელიგიური პოლიტიკისა და გამოწვევების შესახებ, არსებული პრობლემების გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებს.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა 12:00 საათზეა დანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები