აშშ-ის საელჩო თურქეთში 19 აპრილის მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ თავის მოქალაქეებს აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თურქეთში, საკუთარ მოქალაქეებს 19 აპრილის მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ, აფრთხილებს. ამის შესახებ ტელეკომპანია Haber Turk-ი იუწყება. 19 აპრილს თურქეთში ახალგაზრდობის და სპორტის დღე აღინიშნება. ის ასევე თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის და პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის ხსოვნის დღედ ითვლება.
„აშშ-ის საელჩო მოუწოდებს ამერიკის მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთში იმყოფებიან, ან იქ ჩასვლას გეგმავენ, 19 მაისს მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გაფრთხილება 22 მაისსაც ეხება, როდესაც ანკარაში მმართველი პარტიის რიგგარეშე სხდომა უნდა ჩატარდეს. მანამდე თურქულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 19 მაისს “ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები თურქეთში თავდასხმებს გეგმავენ. დაზვერვის ცნობით, ამისთვის სირიიდან თურქეთში 19 „ბოევიკია“ ჩასული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები