პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის ქალი დააკავეს

  შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქუთაისში მცხოვრები, 1967 წელს დაბადებული ირმა ც. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ხაშურში დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ირმა ც-ს ხაშურის რაიონის სოფელ აგარებში, ე.წ. თურქულ სასადილოში ნაქირავები ჰქონდა ფართი, რომელსაც გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისთვის სისტემატურად უთმობდა.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები