ზაქარია ქუცნაშვილი თამაზ მეჭიაურზე – პოლიტიკურ კურსთან აცდენის შემთხვევაში, ლოგიკურია გამიჯვნა და ეს ასეც მოხდა

ჩვენს ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამო არავინ იდევნება, თუმცა პოლიტიკურ კურსთან აცდენის შემთხვევაში, ლოგიკურია, დადგეს გამიჯვნის საკითხი და ეს გამიჯვნა მოხდა კიდეც, – ასე შეაფასა უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა თამაზ მეჭიაურის გადაწყვეტილება, რომელიც პარტიიდან წასვლას და საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღებას ეხებოდა.
„პარლამენტის წევრები თავიან მოქმედებაში თავისუფლები არიან. ამიტომაც არის, რომ „დემოკრატიული საქართველო – ქართული ოცნება“ დემოკრატიული ღირებულებების დამამკვიდრებელია ჩვენს ქვეყანაში. განსხვავებული აზრის გამო აქ არავინ იდევნება, თუმცა პოლიტიკურ კურსთან აცდენის შემთხვევაში, ლოგიკურია დადგეს გამიჯვნის საკითხი და ეს გამიჯვნა მოხდა კიდეც. ამ შემთხვევაში ახალს არაფერს ვამბობ და ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. ვიღაცის პოზიცია სცდება მმართველი ძალის პოლიტიკურ კურსს და ხდება გამიჯვნა. საარჩევნო გუნდის ჩამოყალიბებისას, პრემიერს მოუწევს საკადრო გადაწყვეტილებების მიღება ამ საკადრო გადაწყვეტილებების მიღებისას. რა თქმა უნდა, მთავარი ის ამოცანებია, რასაც თითოეულ კანდიდატს უსვამენ. საპარლამენტო დემოკრატიამ და დიპლომატიამ ხელი უნდა შეუწყოს ოფიციალურად აღიარებული კურსის რეალიზაციას“,- განაცხადა ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები