პარტია "ბატკივშინამ" პრეზიდენტობის კანდიდატად ტიმოშენკო წარადგინა

  უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პარტია “ბატკივშინამ” კანდიდატად იულია ტიმოშენკო წარადგინა. გადაწყვეტილება ამის შესახებ კიევში, პარტიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. როგორც სიტყვით გამოსვლისას იულია ტიმოშენკომ განაცხადა, მისთვის პრიორიტეტული ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და ანექსირებული ყირიმის დაბრუნება იქნება.
“ყირიმი არის უკრაინა. ჩვენ მას დავიბრუნებთ და ოკუპაციისგან ვიხსნით”, – განაცხადა იულია ტიმოშენკომ. მისივე თქმით, აუცილებელია აგრესორებს “თავისი ადგილი მიუჩინონ”. “ამისათვის საჭიროა მივმართოთ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს, რომ ყირიმის ოკუპაციაზე პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ”, – განაცხადა ტიმოშენკომ.
უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს გაიმართება. ამასთან, უკრაინული პარტია “უდარის” ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ეს გადაწყვეტილება უფრაქციო დეპუტატისც პეტრო პოროშენკოს სასარგებლოდ თქვა. ვიტალი კლიჩკო კიევის მერად იყრის კენჭს. პრეზიდენტის პოსტზე პარტია “თავისუფლებამ” კი ოლეგ ტიაგნიბოკის კანდიდატურა წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები