ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი შაფიკ აბასი ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიდარტყმის შედეგად იყო განადგურებული. ამის შესახებ სააგენტო Tolo იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ოპერაცია კუნარის პროვინციაში პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს ჩატარდა. „ისლამური სახელმწიფო“ ბოლო დროს ავღანეთის ტერიტორიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს. ის რადიკალურ მოძრაობა „თალიბანთან“ და ავღანეთის სამთავრობო ძალებთან არის დაპირისპირებული.