რუსთავის ტბაში ბავშვი დაიხრჩო

რუსთავის ცენტრალურ პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. პარკში არსებულ ხელოვნურ ტბაში მოზარდი დაიხრჩო.
გავრცელებული ინფორმაციით, ტბაში სამი ბიჭი ბანაობდა, რომელთაგან ერთ-ერთი – 14 წლის მოზარდი წყალში ბეტონის ჯებირიდან გადახტა, რა დროსაც, გარდაიცვალა. ტერიტორიის დაცვის თანამშრომლებმა ტბიდან ის უკვე გარდაცვლილი გამოიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები