თურქეთის საჰაერო ძალებმა ერაყში ქურთთა პოზიციები დაბომბეს

თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ „ბოევიკების“ პოზიციები დაბომბეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, განადგურებულია ქურთების საცეცხლე პოზიციები და სამალავები. სააგენტოს ცნობით, 2015 წლის ივლისიდან, როდესაც ქურთებმა ანკარასთან სამშვიდობო შეთანხმების შეჩერების შესახებ განაცხადეს, თურქეთსა და ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 4 500 წევრია განადგურებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები