კანადაში უძლიერესი ხანძარი ნავთობის ბაზას უახლოვდება

კანადის ალბერტის პროვინციაში უძლიერესი ხანძარი კომპანია Enbridge-ის ნავთობის ბაზას უახლოვდება. ამასთანავე, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, პანიკის საფუძველი არ არის, ვინაიდან ქარი ამჟამად საპირისპირო მიმართულებით ქრის.
ალბერტის პროვინციაში ტყის ხანძარი უკვე 285 ათასი ჰექტარის ფართობზე მძვინვარებს. მომდევნო დღეებში სიტუაცია შეიძლება გართულდეს, ვინაიდან სინოპტიკოსები მშრალ და ცხელ ამინდს პროგნოზირებენ.
კანადაში ალბერტის პროვინციის ნავთობის ჭაბურღილებზე დღე-ღამეში 1 მილიონი ბარელი ნავთობის მოპოვება ხდება. ეს პროვინცია მსოფლიოში ნავთობის მარაგით მესამე ადგილზეა საუდის არაბეთის და ვენესუელის შემდეგ. უძლიერესი ხანძრის შედეგად რამდენიმე დღის წინ ქალაქ მაკ-მარეის მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ქალაქიდან 88 ათასი ადამიანია ევაკუირებული. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს მოსახლეობა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები