კიევის ერთ-ერთ კაფესთან ერთი ადამიანი მოკლეს და ორი დაჭრეს

კიევის ცენტრალურ ნაწილში კაფესთან მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის ნაციონალური პოლიცია ავრცელებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთი კაფეს მეპატრონესა და ქუჩაში გამვლელებს შორის კონფლიქტი მოხდა, რა დროსაც მამაკაცმა პისტოლეტი ამოიღო და ამ პირების მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. ეჭვმიტანილი დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები