ავსტრალიაში ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს

ავსტრალიის პოლიციამ 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა, რომელიც ტერაქტის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ პირის დაკავების შედეგად ტერაქტის აღკვეთა მოხდა.
დაკავებულის ვინაობა არ სახელდება. მას ტერაქტის ორგანიზებაში და ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობაში ბრალს წაუყენებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები