ლატვია რუსეთის საზღვარზე კედელს ააშენებს

ლატვია რუსეთის საზღვარზე კედელს ააგებს. ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა მარის კუჩინსკისმა განაცხადა. მისი თქმით, ეს ზომა აუცილებელია, რათა ევროკავშირში რუსეთიდან ლტოლვილების ნაკადის შემცირება მოხდეს. ლატვიის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მის ქვეყანაში „გაურკვეველ ვითარებაში“ 60 ავღანელი, ერაყელი და ვიეტნამელი აღმოჩნდა. ის დარწმუნებულია, რომ მიგრანტები, რომლებიც ეგეოსის ზღვის გავლით ევროკავშირში ხვდებიან, მომავალში შესაძლოა, რუსეთში მოხვდნენ და იქიდან ლატვიაში გადასვლა სცადონ. კუჩინსკისმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი დღეს ბალტიის ქვეყნებში ლტოლვილებს სპეციალურად არ აგზავნის, მაგრამ მოსკოვმა ეს იარაღი თეორიულად შეიძლება ბალტიისპირეთის წინააღმდეგ გამოიყენოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები