ბაღდადში ორი ტერაქტის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა და 70 დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ერთი აფეთქება ბაღდადის ჩრდილოეთ რაიონში, ბაზრის სიახლოვეს მოხდა, ხოლო მეორე ალ-რაშიდის რაიონში, სადაც დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
ამ დროისთვის ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ამასთანავე, გასულ კვირას ბაღდადში მომხდარი ტერაქტების სერიაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. მაშინ თავდასხმების შედეგად, საერთო ჯამში, 100-მდე ადამიანი დაიღუპა.