გუშინ გაუჩინარებული მომღერალი შინეიდ ო’კონორი ჩიკაგოდან 25 კილომეტრში იპოვეს

შეერთებულ შტატებში, ქალაქ ჩიკაგოდან გუშინ გაუჩინარებული მომღერალი შინეიდ ო’კონორი პოლიციამ ქალაქ ჩიკაგოდან 25 კილომეტრში, უილმეტში აღმოაჩინა. ეს დასახლება მიჩიგანის ტბის ნაპირზე მდებარეობს. 49 წლის ო’კონორი ბოლო დროს დეპრესიაშია. სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია, რას აკეთებდა ო’კონორი უილმეტში, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ ო’კონორი 15 მაისს ველოსიპედით სასეირნოდ წავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ცნობილი მომღერლის ნათესავებმა პოლიციას მიმართეს, რომელმაც შინეიდ ო’კონორზე ძებნა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები