თბილისის მერიაში ახალი მმართველობის პირობებში პრემიები აღარ გაიცემა

თბილისის მერიაში წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, პრემია-დანამატების მოცულობა შემცირებულია.
ბოლო პერიოდში ხშირად ისმის ბრალდება გაზრდილ ხელფასებსა და პრემიებზე. რა სახის პრემია-დანამატი გაიცემოდა “ნაცმოძრაობის” მმართველობის ბოლო წლებში და რამდენს იღებენ “ოცნების” თბილისელი მოხელეები, ამასთან დაკავშირებით სტატიას “ბიზნეს-რეზონანსი” აქვეყნებს.
როგორც „ბიზნეს რეზონანსი“ თბილისის მერიიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ თბილისის მერიის თანამდებობის პირების საშუალო ყოველთვიური შემოსავლები შემცირებულია. რაც განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ახალი მმართველობის პირობებში პრემიები, პრაქტიკულად, აღარ გაიცემა(ანდა მინიმალური ოდენობით). მაშინ როდესაც “ნაცმოძრაობის” მოხელეთა შემოსავალი წლიურად 100 ათას ლარსაც კი უტოლდებოდა.
როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2013 წელს თბილისის ვიცე-მერმა სევდია უგრეხელიძემ ანაზღაურების სახით სულ 89 243 ლარი აიღო, საიდანაც 30 162 ლარი იყო ხელფასი, 37 693 ლარი დანამატი, 21 387 ლარი კი – პრემია. რაც შეეხება 2014 წელს, ივნისის ჩათვლით სევდია უგრეხელიძემ სულ 55 360 ლარი მიიღო დამაშინაც მისი სახელფასო დანამატი და პრემია ხელფასს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. ვიცე-მერმა (რამდენიმე თვის განმავლობაში კი მერის მოვალეობის შემსრულებელმა) 2014 წლის 6 თვეში სახელფასო დანამატის სახით მიიღო 23 456 ლარი, პრემიის კ ი- 13 050 ლარი.
2013 წელს 90 585 ლარის ანაზღაურება მიიღო მერის მოადგილემ, ირაკლი აბესაძემ. აღნიშნული თანხიდან 31 401 ლარი იყო ხელფასი, 37 383 – დანამატი, 21 800 ლარი კი პრემია. 2014 წლის 6 თვეშიკი აბესაძემ თანამდებობაზე ყოფნისას 50 953 ლარის ანაზღაურება მიიღო, საიდანაც ხელფასი იყო 17 895 ლარი, დანამატი – 21 858ლარი, პრემიის ოდენობამ კი 11 200 ლარი შეადგინა.
“ნაციონალების” მმართველობისას საკმაოდ მსუყე ხელფასს იღებდა მერის კიდევ ერთი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი. 2013 წელს მისმა თანამდებობრივმა სარგომ მთლიანად 101 336 ლარი შეადგინა, საიდანაც ხელფასი იყო 31 334 ლარი, დანამატი – 39 201 ლარი, პრემიამ კი 30 800 ლარი შეადგინა. 2014 წლის 6 თვეში კიხიზანიშვილის ხელფასმა-პრემიამ-დანამატმა 51 765 ლარს მიაღწია, ხელფასი იყო 18 260 ლარი, დანამატი – 22 304 ლარი, პრემია – 11200 ლარი.
2013 წელს თბილისის მერის ყოფილმა მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა 96 950 ლარი მიიღო, საიდანაც ხელფასი შეადგენდა 32940 ლარს, დანამატი იყო 41 610 ლარი, პრემია კი – 22 400 ლარი. რაც შეეხება 2014 წლის 6 თვეს, ამ პერიოდში პეტრიაშვილმა თანამდებობაზე ყოფნისას სულ 54 740 ლარი მიიღო, საიდანაც 19 600 ლარი შეადგინა ხელფასმა, 23 940 ლარი იყო დანამატი, 11 200 კიპრემია.
როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, მმართველობის ბოლო 1,5 წელშინაც “მოძრაობის” მაღალჩინოსნები თბილისის მერიაში საკმაოდ დიდშემოსავალს იღებდნენ. არჩევნების შემდგომ სიტუაცია შეიცვალა დამერიაში იმ ოდენობით პრემია-დანამატი, რაც მანამდე იყო, აღარ გაიცემა. ამაზე მეტყველებს 2015 წლის მონაცემებიც, კერძოდ, როგორც მერიიდან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2015 წელს ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ თანამდებობაზე ყოფნის 4 თვეში ხელფასისა და 25 268 ლარი აიღო, აქედან 11 263 ლარი იყო ხელფასი, 11 645 ლარი დანამატი, პრემია კი აბაშიძემ ერთხელ მიიღო და ისიც 2 360 ლარი.
2015 წელს თანამდებობაზე ყოფნისას ანაზღაურების სახით 77 467 ლარი მიიღო მერის მოაგილემ გიორგი ხელაიამ, საიდანაც ხელფასმა შეადგინა 33 067 ლარი, სახელფასო დანამატმა კი 39 360 ლარი. რაც შეეხება პრემიას, გიორგი ხელაიამ შარშან პრემია მხოლოდ 3-ჯერ აიღო, რომლის საერთო ჯამი 5 040 ლარი იყო.
2015 წელს სამჯერ აიღო პრემია მერის კიდევ ერთმა მოადგილემ გიორგი სოლომონიამ, სულ 5 040 ლარი. რაც შეეხება სახელფასო ანაზღაურებას, შარშან სოლომონიამ ხელფასის სახით სულ 33 600ლარი აიღო, დანამატი 40 370 ლარი იყო, პრემია კი 5 040 ლარი,სულ 2015-ში მერის მოადგილემ ანაზღაურების სახით 79 010 ლარი მიიღო.
მერის კიდევ ერთმა მოადგილემ ნინა ხატისკაცმა 2015 წელს ხელფასი-პრემიისა და დანამატის სახით სულ 79 272 ლარი მიიღო, საიდანაც ხელფასი იყო 33 537 ლარი და (თვეში 2 800 ლარი)სახელფასო დანამატმა 40 320 ლარი შეადგინა. რაც შეეხება პრემიას, ხატისკაცმა პრემია შარშან 4-ჯერ აიღო, სულ 5 415 ლარის ოდენობით.
2015 წელს პრემია სულ ორჯერ აიღო ნარმანიას კიდევ ერთმა მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ, ჯამში 3 640 ლარი. რაც შეეხება თანამდებობრივ სარგოს, ლექვინაძემ შარშან 10 თვეში ხელსფასის სახით 26 666 ლარი დაერიცხა, დანამატი კი – 32 000 ლარი. სულ 2015-ში ირაკლი ლექვინაძემ თანამდებობაზე მუშაობისას 62 302 ლარი მიიღო.
2012 წელს მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებზე11 794 400 ლარის პრემია გაიცა; 2013 წელს – 19 973 900 ლარი; 2014 წელს – 20 047 200 ლარი, ხოლო შარშან მერიისა დასაკრებულოს თანამშრომლებმა პრემიის სახით სულ 10 269 300 ლარი მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები