ჰილარი კლინტონი, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, თავის ქმარს ეკონომიკურ საქმიანობას დაავალებს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის თავის მეუღლეს, აშშ-ის ექსპრეზიდენტს, ბილ კლინტონს შეერთებული შტატების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას დაავალებს.
ამის შესახებ ABC News იუწყება.
ამასთანავე, კლინტონი კატეგორიულად გამორიცხავს მისი მეუღლის მიერ რაიმე სახელმწიფო თანამდებობის დაკავების შესაძლებლობას.
„მე ჩემს მეუღლეს ამერიკის ეკონომიკის გამოცოცხლებას დავავალებ. მან ეს კარგად იცის“, – განაცხადა კლინტონმა.
ბილ კლინტონის დროს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტი იყო 1992-დან 2000 წლამდე, შეერთებულ შტატებში ეკონომიკის სწრაფი ზრდა აღინიშნებოდა. 1994 წლიდან 2000 წლამდე მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ ადამიანზე 38 დოლარიდან 45 დოლარამდე გაიზარდა. ასევე შეინიშნებოდა უმუშევრობის შემცირება. ამჟმად ბილ კლინტონი ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიაში აქტიურად არის ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები