პენტაგონი – „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყში ადრე დაკავებული ტერიტორიების ნახევარი დაკარგა

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყში დაკავებული ტერიტორიების ნახევარი დაკარგა. ამის შესახებ ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ კუკმა განაცხადა.
„ამ დროისთვის ჩვენ ერაყში „ისლამური სახელმწიფოსგან“ დაკავებული ტერიტორიების 45% გავათავისუფლეთ. სირიაში ტერორისტების მიერ დაკავებული ტერიტორიის 16-20%-ია გათავისუფლებული“, – განაცხადა კუკმა.
აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ანტიტერორისტულ კოალიციაში ბრეტ მაკგერკმა განაცხადა, რომ სირიაში სამთავრობო ძალებსა და ზომიერი ოპოზიციის ფორმირებებს შორის დაპირისპირების შეჩერების შემდეგ ტერორისტების წინააღმდეგ მოქმედებები უფრო ეფექტური გახდა. გარდა ამისა, მაკგერკის თქმით, ტერორისტებს მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ნავთობის გაყიდვისგან მიღებული შემოსავალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები