ჩრდილოეთ ამერიკის აეროკოსმოსური დაცვის ძალებს ქალი უხელმძღვანელებს

აშშ-ის 4-ვარსკვლავიანი გენერალი ქალი ლორი რობინსონი პირველი ქალი სამხედროა აშშ-ის ისტორიაში, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის აეროკოსმოსური დაცვის ძალებს და შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ჩრდილოეთ მეთაურობას უხელმძღვანელებს.
რობინსონი ამ თანამდებობაზე ადმირალ უილიამ გორტნის შეცვლის. ლორი რობინსონის თანამდებობაზე დანიშვნის ცერემონია კოლორადოს შტატის ქალაქ კოლორადო სფრინგში გაიმართა.
როგორც ცერემინიაზე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, ახალი მეთაური „სტარტეგიულად მოაზროვნე ხელმძღვანელი და სამხედრო დიპლომატია“. ამჟამად 57 წლის ლორი რობინსონის გარდა, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში კიდევ ორი ქალია, რომლებიც ასევე 4- ვარსკვლავიანი გენერლის წოდებას ატარებენ. სამეთაურო თანამდებობებზე დანიშვნამდე რობინსონი სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები