აშშ-ის ფლოტი ისტორიაში ყველაზე დიდი ზომის საესკადრო ნაღმოსანს მიიღებს

შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალები ისტორიაში ყველაზე დიდი ზომის საესკადრო ნაღმოსანს მიიღებს. უახლესი ხომალდის სახელია Zumwalt-ი და ის ფლოტს 20 მაისს გადაეცემა. ამის შესახებ ტელეკომპანია ABC იუწყება. ახალი ხომალდის წყალწყვა 15 ათას ტონას შეადგენს. ის შტატ მენის გემთმშენებელ ქარხანაში ააშენეს. ხომალდის სიგრძე 200 მეტრს შეადგენს. მასში „სტელსის“ ტექნოლოგიებია გამოყენებული.
უცნაური ფორმის გამო ხომალდის აღმოჩენა 50-ჯერ რთულია, ვიდრე ჩვეულებრივი გემის. Zumwalt-ს უძლიერესი სარაკეტო და საარტილერიო შეიარაღება გააჩნია. ის ახალი რადარით და სონარით არის აღჭურვილი. ახალი გემის აშენება შეერთებულ შტატებს 4,4 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები