უორენ ბაფეტმა კომპანია „ეფლის“ აქციები შეიძინა

მილიარდერ უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით მას კომპანია „ეფლის“ 9,81 მილიონი აქცია ეკუთვნის.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, ამის შესახებ კომპანიამ აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიას აცნობა. აქციების დღევანდელი ფასი 920 მილიონი დოლარია. ორი თვის წინ ის 1,07 მილიარდს შეადგენდა. აქამდე ბაფეტი ტექნოლოგიური კომპანიების აქციებს არ ყიდულობდა. ოთხი წლის წინ ის „ეფლის“ აქციების შეძენის შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავდა. ცნობისთვის, ბოლო დროს „ეფლის“ აქციები iPhone-ების გაყიდვის შემცირების გამო მნიშვნელოვნად გაიაფდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები