თურქეთში, წელს, სამსახურიდან 900 ჟურნალისტი გაათავისუფლეს

მიმდინარე წელს თურქეთში 900 ჟურნალისტი უმუშევარი დარჩა. გაზეთ Hurriyet-ის ინფორმაციით, ამ დასკვნებს ბრიტანული პროექტი Press for freedom („პრესა თავისუფლებისთვის“) აქვეყნებს. ის მუდმივად სწავლობს თურქეთში მედიის თავისუფლების საკითხს. ამ დასკვნის მიხედვით, მხოლოდ აპრილში სამსახურიდან 160 ჟურნალისტი გაუშვეს, ხოლო 104 ათასი ვებგვერდი თურქეთში დაბლოკეს. ეს სხვადასხვა მედიასაშუალების, მათ შორის ქურთული სააგენტოების რესურსებია. გარდა ამისა, დასკვნაში საუბარია ჟურნალისტების წინააღმდეგ გახშირებული ძალადობის ფაქტებზე. მედიის წარმომადგენლებზე 200 თავდასხმა მოხდა და მედიასტრუქტურების წინააღმდეგ ძალადობის 21 აქცია განხორციელდა.
აპრილში, სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებმა სირიელი ჟურნალისტი ზახარ ალ-შერკატი მოკლეს. 2016 წლის იანვრიდან თურქეთში 33 რეპორტიორი დააკავეს, 12-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. კიდევ 12 ჟურნალისტი თურქეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის გაასამართლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები