ვენაში აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის და სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ეს ამ ქვეყნის ლიდერების პირველი შეხვედრაა მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავების მომენტიდან. მოლაპარაკება ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამავლობით გაიმართა. ამ ჯგუფში აშშ-ის, რუსეთის და საფრანგეთის წარმომადგენლები შედიან.
აშშ-ის მხრიდან შეხვედრაში სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი, რუსეთის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მონაწილეობდნენ, ხოლო საფრანგეთს საგარეო საქმეთა მინისტრი ჟაკ-მარკ ერო წარმოადგენდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, მხარეები 1994 და 1995 წლებში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმებების შესრულებაზე შეთანხმდნენ.
მიმდინარე წლის ივნისში სარგსიანის და ალიევის კიდევ ერთი შეხვედრა იგეგმება. მისი ზუსტი დრო და ადგილი უცნობია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები