ავღანეთში ავიადარტყმების შედეგად 29 „ბოევიკია“ ლიკვიდირებული

ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში ავიადარტყმების შედეგად 13 „ბოევიკია“ ლიკვიდირებული. ამის შესახებ ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ავიადარტყმები ბაგლანის პროვინციაში განხორციელდა.
კიდევ 16 „ბოევიკი“ ლიკვიდირებულია ქუნდუზის პროვინციაში. იქ ტერორისტების სამალავიც კი გაანადგურეს. ავიადარტყმების მიუხედავად, ავღანეთში მოძრაობა „თალიბანის“ პოზიციები ძალზე მყარია. ის ქვეყნის მნიშვნელოვან ტერიტორიას აკონტროლებს და გაზაფხულის მოსვლასთან ერთად სამთავრობო ძალებზე თავდასხმებს რეგულარულად აწყობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები