ევროკომისიამ შესაძლოა, კომპანია „გუგლი“ 3 მილიარდი ევროთი დააჯარიმოს

უახლოეს დღეებში ევროკომისიამ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისთვის მსოფლიოში უდედიდი ინტერნეტის სამძებრო კომპანია „გუგლი“ შესაძლოა, 3 მილიარდი ევროთი დააჯარიმოს. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Sunday Telegraph იუწყება.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ევროკომისიამ „გუგლის“ წინააღმდეგ საქმე ჯერ კიდევ 2010 წელს აღძრა. მისი აღძვრის მიზეზი ის გახდა, რომ „გუგლი“ შესყიდვების საკუთარ სერვისს კონკურენტების ინტერესების წინააღმდეგ რეკლამას უწევს. ექვსი წლის განმავლობაში „გუგლი“ ევროკომისიასთან კომპრომისის მიღწევას სამჯერ შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ.
კანონის მიხედვით, ევროკომისიამ ანტომონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისთვის კომპანია შესაძლოა, წლიური გაყიდვების 10%-ით დააჯარიმოს, რაც „გუგლის“ შემთხვევაში 6 მილიარდი ევროა.
აქამდე ისტორიაში ყველაზე დიდი ანტომონოპოლიური ჯარიმა კომპანია Intel-ს დაეკისრა, ის 2009 წელს 1,1 მილიარდი ევროთი დაჯარიმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები