ვენაში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე მოლაპარაკება გაიმართება

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ვენაში ჩავიდა, სადაც ეუთოს მინსკის ჯგუფის ინიციატივით მოლაპარაკება გაიმართება. კერძოდ, სარგსიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კომისარს ფედერიკა მოგერინის შეხვდება. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ იუწყება.
სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
რუსული მედიის ცნობით, ვენაში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც ჩავიდა, რომელიც ჯონ ქერის შეხვდება.
ამ შეხვედრაზე სირიაში, უკრაინასა და მთიან ყარაბაღში არსებული სიტუაცია განიხილება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას ინფორმაციით, თუ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა, მასში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები