პოროშენკო „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ პოროშენკომ G7-ის ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.
სააგენტო „უნიანის“ ცნობით, ბოლო დროს აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების გამწვავება შეინიშნება, რაზეც რუსეთია პასუხისმგებელი. უკრაინის პრეზიდენტმა ელჩებს დონბასში დამატებითი რუსული ტექნიკისა და „ბოევიკების“ შეყვანის ამსახველი მასალები გადასცა.
მისი თქმით, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ეფექტურ ინსტრუმენტს და მოტივირებულ ფაქტორს წარმოადგენს, რომელიც მოსკოვს მინსკის შეთანხმებების შესრულებას აიძულებს. პოროშენკომ დონბასში ეუთოს სამშვიდობო ძალების განთავსების აუცილებლობაზეც ისაუბრა, რაც, მისი აზრით, არსებული მდგომარეობის პოლიტიკურ მოგვარებას ხელს შეუწყობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები