თურქული დაზვერვა – „ისლამური სახელმწიფო“ 19 მაისს ქვეყანაში ტერაქტებს გეგმავს

თურქეთის დაზვერვის ინფორმაციით, ტორორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ 19 მაისს ახალგაზრდობის და სპორტის დღესთან დაკავშირებით ანკარაში ტერაქტებს გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა Habertürk იუწყება.
თურქული დაზვერვის ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ 10-მა ტერორისტმა თურქეთის საზღვარი გაზიანტეპის პროვინციაში გადალახა და ისინი დამოუკიდებლად, 10 სხვადასხვა ადგილას ტერაქტის მოწყობას აპირებენ. ასევე, სპეცსამსახურების ინფორმაციით, ტერორისტული აქტი მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმშიც იგეგმება, რის გამოც ის ახალგაზრდობის და სპორტის დღეს დახურული იქნება. გამოცემის ინფორმაციით, თურქეთში ბოლო დროს ტერორისტულმა თავდამსხმებმა მნიშვნელოვნად იმატა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები