დაღესტანში პოლიციამ ტერაქტი აღკვეთა

დაღესტანში პოლიციამ ტერაქტი აღკვეთა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ბოევიკების“ სამალავი სამართალდამცველებმა ტყის მასივში, სოფელ რუკელთან აღმოაჩინეს. პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად აუცილებელი ნივთიერებები, საძილე ტომრები, გაზის ბალონი და სურსათი აღმოაჩინა. გამომძიებლების ინფორმაციით, სამალავი სამხრეთის დანაშაულებრივ დაჯგუფებას, გასან აბდულაევის ხელმძღვანელობით, ეკუთვნის. ეს დაჯგუფება რამდენიმე ტერაქტთან არის დაკავშირებული. რუსეთის შსს-ს ინფორმაციით, ისინი დაღესტნის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიან ტერორისტულ აქტს გეგმავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები