სომხეთის პარლამენტმა მთიანი ყარაბაღის აღიარების საკითხი გადადო

სომხეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა მუდმივმა კომისიამ მთიანი ყარაბაღის აღიარების რეზოლუცია პლენარულ სხდომათა დღის წესრიგში არ შეიტანა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მთიანი ყარაბაღის აღიარების საკითხი პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა – გრანტ ბაგრატიანმა და ზარუი პოსტანჯიანმა შეიტანეს. როგორც პარლამენტის წევრმა ლევონ ზარუბიანმა განაცხადა, მთიანი ყარაბაღის აღიარებას შესაძლოა, უკუეფექტი მოჰყვეს და ამან მოლაპარაკების პროცესს ხელი შეუშალოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები