იემენში ტერაქტს 30 ადამიანი ემსხვერპლა

იემენის ქალაქ ელ-მუკალაში ტერაქტს 30 ადამიანი ემსხვერპლა. 70 ადამიანი დაიჭრა. ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
„ევრონოიუსის“ ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ელ-მუკალას პოლიციის განყოფილებასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. ტერაქტის მომენტში შენობაში პოლიციის უფროსი იმყოფებოდა, თუმცა ის არ დაშავებულა.
ცნობისთვის, გასულ კვირას „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ სამთავრობო ძალების ბაზას თავს დაესხნენ, როს შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები