თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ 7 წევრი დააკავეს
თურქეთის ელიაზიგის პროვინციაში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 7 ადამიანი დააკავეს.
გამოცემა 1news.az-ის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ჯალათია და ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი.
ტერორისტები ელიაზიგის პროვინციის პოლიციის ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების და ქალაქის პროკურატურის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს.