დიმიტრი პესკოვი უკრაინელ დეპუტატს პასუხობს
რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი დიმიტრი პესკოვი უკრაინელ დეპუტატს, ანტონ გერაშენკოს პასუხობს. უკრაინის უმაღლესი რადის წევრმა დღეს განაცხადა, რომ კიევი 2017 წელს „ევროვიზიაზე“ რუსეთის წარმომადგენელს არ დაუშვებს.
„პესკოვმა ორშაბათს განაცხადა, რომ „ევროვიზიის“ ჩატარების წესები ყველა ქვეყნისთვის ერთნაირია და უკრაინას მომავალ წელს მათი შესრულება მოუწევს. ამასთანავე, პუტინის პრესმდივანმა ყველას მოუწოდა, 2017 წლის კონკურსში მონაწილეობაზე უარისთქმა არ იჩქარონ.
შეგახსენებთ, რომ „ევროვიზია-2016“-ში გამარჯვება უკრაინელმა მომღერალმა ჯამალამ მოიპოვა სიმღერით „1944“. ის მეორე მსოფლიო ომის დროს ყირიმელი თათრების დეპორტაციას მიეძღვნა. რუსეთის წარმომადგენელი მესამე ადგილზე გავიდა. კონკურსის დასრულების შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადის წევრმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის კულტურის მოღვაწეთა „შავი სია“ არსებობს და კიევი რუსეთის წარმომადგენელს კონკურსზე არ დაუშვებს.