ვინ მოხვდა კიევის „შავ სიაში“ და ვინ არიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც „ევროვიზიის“ მომავალ კონკურსს ვერ დაესწრებიან?

მომავალ წელს, „ევროვიზიის“ კონკურსზე, რუსი პოლიტიკოსები შესაძლოა, არ დაუშვან. რუსული მედიის ინფორმაციით, კიევი იმ „შავ სიას“ აქვეყნებს, სადაც რუსი დეპუტატები და კულტურის სფეროს მაღალჩინოსნები არიან წარმოდგენილნი. რადის დეპუტატის ანტონ გოროშენკოს განცხადებით, სიაში მხოლოდ ის ადამიანები მოხვდნენ, რომლებიც არ სცემდნენ უკრაინის ნაციონალურ ღირებულებებს პატივს და რაც მთავარია, მხარს უჭერდნენ უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიას.
აღსანიშნავია, რომ სიაში წარმოდგენილი პოლიტიკოსების ვინაობა ამ დრომდე არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია რუსული შოუბიზნესის წარმომადგენლების ვინაობა. მათ შორის მომღერალი ოლეგ გაზმანოვი, იოსეფ კობზონი, იოსებ პრიგოჟინი და რეჯისორი ნიკიტა მიხალკოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები